ღირს თუ არა კანაფის ფქვილის გამოყენება საკვებში?

Slavira dgsdgsd 08 აგვისტო 2019

კანაფის ოჯახის მცენარის, უფრო სწორედ კი კანაფის თესლების კულინარიაში გამოყენება დაიწყეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მაგალითად, რუსეთში ხშირად ამზადებდნენ ფაფას კანაფის თესლებისგან, მე-5 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეს სადილი ღარიბების საჭმელად ითვლებოდა. დღეისათვის ასეთი საკვები შეფასებულია როგორც ორიგინალური, გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლო საკვები.

ღირს თუ არა კანაფის ფქვილის გამოყენება საკვებში?

ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება კანაფის ფქვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ის მზადდება კანაფის თესლებისგან. ის არ შეიცავს კბდ-ს და ტგკ-ს, შესაბამისად არ ახდენს ფსიქოაქტიურ ზემოქმედებას ორგანიზმზე და არ ითვლება ნარკოტიკულ საშუალებად.

რატომ იზრდება მოთხოვნა კანაფის ფქვილზე?

საქმე მის შემადგენლობაშია. კანაბისის კაკლების ფქვილი (რომელიც შეიცავს 34% ნახშირწყლებს, 30% ცხიმებს და 26% ცილებს) - ეს ადამიანის ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერების შემცველობაა:

1. უჯრედისი - ახდენს გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას, უფრო კონკრეტულად კი აღადგენს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, არ იძლევა 2 ტიპის დიაბეტის განვითარების საშუალებას.

2. 20 ამინომჟავა - (მათგან 9-ის სინთეზი ადამიანს დამოუკიდებლად არ შეუძლია). ამ 20 ამინომჟავას შორის დიდი წილი უკავიათ:

  • გლიცინს;
  • გლუტამინის ამინომჟავას;
  • ლიზინს;
  • არგინინს;
  • ვალინს;
  • ასპარაგინის მჟავას;
  • სერინს.

მნიშვნელოვანია! კანაფის ფქვილი არ შეიცავს გლუტეინს (ცილას), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ცელიაკიის (შვრიის, ხორბლის აუტანლობა) დაავადების მქონე ადამიანებისთვისაც შეიძლება.

3. ვიტამინები:

  • E - აუმჯობესებს კანს, შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს იმუნურ, რეპროდუქციულ და ნერვულ სისტემაზე.
  • B (B1, B2, B3, B4, B5, B6, B7 ( B12). В ვიტამინებს შორის განსაკუთრებულია B8, რომელიც აუცილებელია ძვლების ზრდისთვის, ასევე ეხმარება კუნთოვანი მასის მომატებაში, აუმჯობესებს ძილს და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
  • C - აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს კანის ქსოვილების აღდგენას, აუმჯობესებს რკინის ათვისებას.
  • D - თამაშობს მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის მიერ ფორსფორისა და კალციუმის ათვისებაში.
  • K - პასუხისმგებელია სისხლის შედედებაზე.
    • magnesium;
    • chlorum;
    • kalium;
    • sulfur;
    • phosphorus;
    • zincum;
    • ferrum;
    • calcium;
    • manganum.

4. მიკრო და მაკრო ელემენტები

5. ცხიმოვანი მჟავები

ომეგა 3 და ომეგა 6

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არის რთული იმ დასკვნის გაკეთება, თუ რამდენად სასარგებლოა კანაფის ფქვილი როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბევშვებისთვის.

რატომ უნდა დავამატოთ აღნიშნული პროდუქტი საკვებში ყოველდღიურად?

პასუხი მარტივია. ასეთი მდიდარი შემცველობის წყალობით, ფქვილი ახდენს დადებით სამკურნალო - პროფილაქტიკურ ზემოქმედებას, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაზე.

კანაფის ფქვილის ზემოქმედება ორგანიზმზე:

  • არ იძლევა გაცხიმოვნების საშუალებას;
  • ხელს უწყობს ტოქსინების და შლაკების დროულ გამოყოფას;
  • ებრძვის ინფექციებს და სასუნთქი, კუჭნაწლავის, საშარდე ორგანოების სისტემების ანთებას;
  • აფერხებს ღვიძლის და ნაღვლმდენი სისტემების დაავადებების პროვოცირებას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • აუმჯობესებს გულის მუშაობას, ხელს უშლის თრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას;
  • ამცირებს ერექციის დისფუნქციის, პროსტატის ადენომის, მამაკაცის უშვილობის და პროსტატის განვითარების რისკს;
  • ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას;
  • აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას.

როგორ ჩავრთოთ კვების რაციონში ეს ჯადოსნური ინგრედიენტი?

ასეთი მაცოცხლებელი ძალის მქონე წყაროს კოვზით ჭამა შეიძლება, მაგრამ არ არის რეკომენდირებული, რადგან კანაფის ფქვილის დღიური ნორმა 1-2 კოვზს შეადგენს (30 გრამი). ყველა დიასახლისს შეუძლია მისი დამატება კაკაოში, საუზმეში, სუპში, გარნირში, ცომში, მოამზადოს უგემრიელესი ფაფა, ასევე გამოიყენოს ნებისმიერი სოუსის შესასქელებლად.