×
  • ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე,
    თქვენ ირჩევთ ხარისხს!
Lennon

Lennon

არ არის
$4
რაოდენობა:

დახასიათება

სქესი: მდედრი
გაშენების: Indoor / Outdoor / Greenhouse
THC: 18 - 22%
СBD: საშუალო
ყვავილობა: ფოტო პერიოდული
სამედიცინო: დიახ
მოსავლიანობა: 500-700 გ/მ^2
დამწყებთათვის: დიახ
მცენარის სიმაღლე: 75-150 სმ
სასიცოცხლო ციკლი: 3 თვე
თასის გამარჯვებული: არა
ეფექტი: ძლიერი ეფექტის მქონე ჯიში, რომელმაც დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეიძლება მთლიანად მოგცელოთ
გემო: ტკბილი გემო ლაიმისა და ლავანდის ნოტებით
მახასიათებლები: ყველაზე გემრიელი ჰიბრიდი, რომელიც ამავდროულად იძლევა საკმაოდ უხვ მოსავალს

აღნიშნული ჰიბრიდი შეიქმნა მრავალი წლის წინ, ახალ ჯიშებს იგი არ განეკუთვნება, თუმცა მას პირდაპირი კავშირი გააჩნია ცნობილ შტამთან Jack Herer, შეჯვარებულს ასევე ცნობილ მარიხუანის შტამთან Haze.

Jack Herer–ის ამ მრავალმხრივ და მრავალფეროვან ვარიაციას გააჩნია Haze–ის შესანიშნავი არომატი, ამიტომ სასურველია დავიცვათ ერთი მნიშვნელოვანი წესი – ესაა სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოგეხვევათ თანამოაზრეთა მთელი გუნდი, რომლებიც დაგიწყებენ საწყალობლად ხვეწნას, რომ მათაც გაუზიაროთ ეს მარიხუანის გემრიელი «სასუსნაო». ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Lennon-ის ფემინიზირებული კაკლების შეძენას ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.

მოყვანა და რეკომენდაციები

Outdoor მეთოდის გამოყენებისას მცენარე შესანიშნავად ვითარდება. ღია გრუნტში მოყვანის ყველაზე შესაფერისი პერიოდია გაზაფხულის პირველი თვის დასაწყისი, იდეალურია – აპრილის დასაწყისი. მოსავალი მწიფდება შემოდგომის პირველი თვის დასასრულისთვის და გაგაოცებთ საკუთარი შედეგებით: დაწყებული 300–დან 1800 გრამამდე ერთი მ2, ამასთან ერთად მცენარის სიმაღლე შეადგენს 1.8-2.5 მეტრს. მოსავლის სიდიდე პირდაპირ დამოკიდებულია თვით ჯიშის გარემო პირობებისადმი მგრძნობელობაზე. მისი მოყვანა და მოვლა შესაძლებელია მხოლოდ კარგი ცოდნისა და დიდი გამოცდილების შეძენის შემდეგ.

Haze-ს გენეტიკის გამო, Lennon-ის გირჩები სუსტია და ძალიან მსუბუქი, თუმცა მათ გააჩნიათ დიდი რაოდენობის წებოვანი ფისი. შენობაში აღნიშნული მცენარე იზრდება დაახლოებით 90-100 სმ სიმაღლის, ზოგიერთ შემთხვევებში ან სიმაღლის ზრდის კონტროლის არ არსებობის პირობებში მცენარემ შეიძლება მიაღწიოს 1.8 მეტრს. იგი ყვავილობს 10–11 კვირის განმავლობაში, ამასთან ერთად იძლევა მოსავალს 550 გრამის რაოდენობით 1 მ²–დან. გირჩევთ მცენარე მორწყათ ოპტიმალური რაოდენობის დონით рН 6.5-6.8, და არ გამოიყენოთ სუბსტრატები აზოტის დიდი შემცველობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰიბრიდს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ.

არომატი და ეფექტი

მარიხუანის აღნიშნულ ჯიშის არომატში იგრძნობა ლაიმისა და ლავანდის ნოტები. Lennon-ი საკმაოდ გემრიელი და მადის მომგვრელია, თუმცა, ამავდროულად იგი საკმაოდ ძლიერია და შეიძლება მთლიანად მოგცელოთ. აღნიშნულ ჯიშს უპირატესობას ანიჭებენ სწორედ მისი ფსიქოაქტიური და სრული high ეფექტის გამო. არ გირჩევთ Lennon–ით გატაცებას და მის დიდი რაოდენობით მოხმარებას, რადგან მას აქვს დამათრობელი ეფექტი, რის შედეგადაც შეინიშნება თავბრუსხვევა.