×
  • ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე,
    თქვენ ირჩევთ ხარისხს!

Black Domina

/ რეიტინგი 5.00 / გამოხმაურება: 1 / გამოხმაურება
ხელმისაწვდომია (992 ც )
$4
რაოდენობა:
1
0
0
0
0
საშუალო რეიტინგი: 5.00
დაწერე გამოხმაურება

დახასიათება

სქესი: მდედრი
გაშენების: Indoor / Outdoor / Greenhouse
THC: 18 - 22%
СBD: საშუალო
ყვავილობა: ფოტო პერიოდული
სამედიცინო: დიახ
მოსავლიანობა: 500-700 გ/მ^2
დამწყებთათვის: არა
მცენარის სიმაღლე: 1მ -მდე
სასიცოცხლო ციკლი: 2,5 თვე
თასის გამარჯვებული: არა
ეფექტი: დამამშვიდებელი, მომადუნებელი, ამამაღლებელი და ძალიან ხანგრძლივი
გემო: ტკბილი კარამელის გემო სუნელების არომატით
მახასიათებლები: დამსახურებულად ეწოდება კარგი სამედიცინო ჯიში, რადგან იგი ეხმარება სტრესთან, უძილობასთან, დეპრესიასთან, შფოთთან და სხვადასხვა სახის შიშებთან ბრძოლაში

მარიხუანის ჰიბრიდი Black Domina თავის გენეტიკაში მოიცავს 95%–ზე მეტ Indica–ს. მარიხუანის აღნიშნული ჯიში გამოირჩევა ყვავილობისა და მომწიფების საკმაოდ ხანმოკლე ეტაპით, გარდა ამისა მისი დამახასიათებელი თვისებაა კრისტალების საოცრად დიდი რაოდენობა.

Black Domina შექმნაში მონაწილეობს სახელგანთქმული და ყველსათვის ცნობილი ოთხი ჯიშის მარიხუანა:

  • Afghani Indica;
  • Canadian Ortega;
  • Northern Lights;
  • Hash Plant.

Black Domina- შეიქმნა სწორედ ამ უნიკალური ჯიშების მეშვეობით და გენეტიკოსების ინტენსიური და ხანგრძლივი შრომის შედეგად. ამ შრომის შედეგად დამწყებებს და გამოცდილ მომყვანებს საშუალება მიეცათ შეიძინონ მარიხუანის ჯიშის Black Domina–ს კაკლები ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ganjaseeds.org და გაზარდონ ხარისხიანი პროდუქტი სრულიად დამოუკიდებლად.

ძირითადი მახასიათებლები

Black Domina- არის საკმაოდ გამძლე, ამის გამო შესაძლებელია მისი მოყვანა და გაზრდა დახურულ გრუნტშიც. მისი გაზრდის პროცესში დიდი გამოცდილების მქონე გროვერები იყენებენ მეთოდს S.O.G. რადგან, როგორც მცირე გაბარიტიანი მცენარე, იგი მომენტალურად ყვავილობს და იძლევა უხვ მოსავალს.

დიდი და ფართე ფოთლები უხვადაა დატვირთული მჭიდრო ფისით დაფარული გირჩებით. ამ ფისის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი ფაქტიურად ჩაედინება მცენარეს. გირჩები არიან მრგვალი ფორმის და საკმაოდ დიდი ზომის. ისინი დაფარულია ნარინჯისფერი ბუსუსებით (ხანდახან ისინი იძენენ საკმაოდ ღია ფერის შეფერილობას). ბუჩქი გამოყოფს სასიამოვნო და მიმზიდველ ხილის არომატს წიწაკის ნოტებით.

მოყვანა და რეკომენდაციები

შენობაში ანუ Indoor მეთოდი

აღნიშნული მარიხუანის ჯიშის მოყვანა უმჯობესია მხოლოდ შენობაში, რის შედეგადაც მოსალოდნელია შესანიშნავი მოსავალი პროდუქტის აბსოლუტურად იდენტური ხარისხით.

ღია გრუნტში ანუ Outdoor მეთოდი

Black Domina შესაძლებელია გაზარდოთ ამ მეთოდითაც, მაგრამ სასურველია გაითვალისწინოთ, რომ ამ პირობებში ბუჩქები ისხავენ ნაკლებ გირჩებს. დიდი გამოცდილების მქონე გროვერები გვირჩევენ კაკლების შეძენას იმ მომყვანებს, ვისაც სურს მცენარის გაზრდა გროუბოქსებსა და ქოთნებში მთელი წლის მანძილზე.

სამედიცინო თვისებები

Black Domina განეკუთვნება მარიხუანის იმ ნაირსახეობას, რომელთაც გააჩნიათ კარგი სამედიცინო თვისებები. იგი გამოიყენება ისეთი დაავდაბების სამკურნალოდ, როგორიცაა სტრესი, უძილობა, შფოთიანობა, დეპრესია, შიშის გრძნობა. გარდა ამისა, აღნიშნული ჯიშის მარიხუანას მოწევის შემდეგ მცირდება ტკივილები ზურგისა და თავის არეში.

აღნიშნული ჰიბრიდის უდავოდ დადებითი შედეგების მიუხედავად, არსებობს აგრეთვე უარყოფითი ფაქტორებიც. ყველა გამოცდილი მომყვანი და ექიმებიც, რომლებიც მარიხუანის ამ ჯიშსს იყენებენ პაციენტებისათვის, აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ დოზის გადაჭარბებით მოხმარების შედეგად არის რეალური საშიშროება ისეთი უკუეფექტების მიღებისა, როგორიცაა:

  • აღელვებულობა,
  • შიში,
  • პარანოია.

არომატი და ეფექტი

მას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ეფექტი. მარიხუანა Black Domina შეიცავს მოტკბო არომატს ნუშის ნოტებით. Black Domina–ს მცენარეს აქვს დამახასიათებელი, ძლიერი და მჭიდრო ბოლი. მისი მოწევის შემდეგ შეიგრძნობა შესანიშნავი, ხანგრძლივი და ძლიერი ეფექტი. ეს ეფექტი გრძელდება 3 საათზე მეტ ხანს.

ეფექტის დროს იგრძნობა ძალებისა და ენერგიის მოზღვავება, ხშირად აღინიშნება უცაბედი და მოულოდნელი შრომის უნარიანობის მომატება, გონება დაუყოვნებლივ ივსება ბედნიერების შეგრძნებით, ჩნდება გარემო სამყაროსადმი სიმპათიის გრძნობა, კომუნიკაბელურობა და ლაპარაკის სურვილი.