New!
Auto Chocolope

Auto Chocolope

ხელმისაწვდომია (999 ც )
$5
რაოდენობა:

დახასიათება

სქესი: მდედრი
გაშენების: Indoor / Outdoor / Greenhouse
THC: 18 - 22%
СBD: მაღალი
ყვავილობა: ავტო ყვავის
სამედიცინო: დიახ
მოსავლიანობა: 40-150 გ ძირიდან
დამწყებთათვის: დიახ
მცენარის სიმაღლე: 75-150 სმ
სასიცოცხლო ციკლი: 2,5 თვე
თასის გამარჯვებული: დიახ
ეფექტი: ანტიდეპრესიული და ინტენსიური დამამშვიდებელი ეფექტი
გემო: დამახასიათებელი მწარე და მუქი შოკოლადის გემო
მახასიათებლები: კარგი მოსავლიანობა და განსაკუთრებით სასარგებლო სამედიცინო თვისებები

მარიხუანის ჯიში Auto Chocolope არის სამედიცინო შტამი, რომლის წარმომავლობა საფუძველს იღებს ქალაქ დენვერის დისპანსერული კლინიკიდან ამერიკის შტატ კოლორადოში. მის გენეტიკაში წარმოდგენილია ნარევი ფემინიზირებული OG Chocolate Thai და მამრობითი ჯიშის Cannalope Haze.

ძირითადი მახასიათებლები

აღნიშნული შტამი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობით. მომყვანები, რომლებიც ზრდიან ამ ჯიშს ღია გარემოში, მზად უნდა იყვნენ მოსავლის მისაღებად დაახლოებით ცხრიდან ათ კვირაში ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისისათვის. Outdoor მეთოდით მოყვანის პირობებში მცენარე იძლევა დაახლოებით 500–600 გრამს 1 მ²–დან და ძირითადად განკუთვნილია დამწყები მომყვანებისთვის. ზოგადად მცენარე არის საშუალო სიმაღლის და აქვს ყვავილობის საკმაოდ მცირე პერიოდი. მისი კვირტები ღია–მწვანე ფერისაა, რომლებიც მუქი–ნარინჯისფერი და წითელი შეფერილობის ბუსუსებით არის დაფარული. თვითონ მცენარე არის იისფერი და ყავისფერი შეფერილობის.

არომატი და ეფექტი

მარიხუანის ჰიბრიდი Auto Chocolope არის გამორჩეული ყველა სხვა ჯიშებისგან იმით, რომ აქვს ერთდროულად მწარე შოკოლადისა და ტკბილი კაკაოს გემო. მისის არომატი ამაღლებს და აუმჯობესებს განწყობას. აქვს ზომიერი და ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც დაგავიწყებთ პრობლემებსა და ყოველდღიურ რუტინას და მოგანიჭებთ აღმაფრენასა და შთაგონებას. ამასთან ერთად, შესაძლებელია ეიფორიის შეგრძნება და ბედნიერების გრძნობის მოზღვავება. იგი ასევე იძლევა შემოქმედებისა და ენერგიის მოძღვავებას. ეს შტამი არ განეკუთვნება ძილის მომგვრელ შტამებს.

სამედიცინო თვისებები

აღნიშნული შტამი გამოირჩევა განსაკუთრებით ფართო სპექტრის სამედიცინო გამოყენებით. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება ეპილეფსიისა და კრონის დაავადების სამკურნალოდ, ასევე გაფანტული სკლეროზისა და სხვა მსგავსი პრობლემების სამკურნალოდ. მისი ეფექტის პიკი გრძელდება დახლოებით 2 საათის განმავლობაში, რის სემდეგაც პაციენტს შესაძლებელია განმეორებით დაენიშნოს კურსი. თუმცა აქვს გარკვეული უკუქმედებებიც, მაგალითად სიმშრალის შეგრძნება პირსა და თვალებში, რომელიც ადვილად გაივლის დიდი ჭიქით წყლის მიღების შემდეგ.

ჯილდოები

მარიხუანის ჯიშმა Auto Chocolope დაიმსახურა პირველი ადგილი 2008 წლის გამოფენაზე Hydro Highlife Cup, მეორე ადგილი 2010 წლის გამოფენაზე High Times Cannabis Cup და მესამე ადგილი 2009 წლის გამოფენაზე Hydro Highlife Cup.