ხელშეკრულება

ჩვენი მაღაზიის მუშაობის პირობები
ჩვენი მაღაზიის მუშაობის პირობები

1. ძირითადი დებულებები

ზემოაღნიშნული დებულებები შემუშავებულია ორ სუბიექტს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად. ესენია, ერთის მხრივ მყიდველი – კლიენტი, და მეორეს მხრივ გამყიდველი – ჩვენი ინტერნეტ–მაღაზია ganjaseeds

გამყიდველი - ganjaseeds საიტის საშუალებით სთავაზობს და რეალიზაციას უკეთებს კანონით ნებადართულ პროდუქციას, მარიხუანის ე. წ. F-1 თესლებს, ანუ ფემინიზირებულ და რეგულრულ სორტებს. გამყიდველი გარანტიას იძლევა საქონლის ხარისხზე და შეკვეთის დადგენილ ვადებში გაგზავნის უზრუნველყოფაზე.

მყიდველი - ჩვენი მაღაზიის კლიენტი. შესყიდვის განხორციელებისთვის კლიენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს საიტზე და ამავდროულად მოგვაწოდოს თავისი ზოგიერთი პირადი მონაცემები. მყიდველისთვის ასევე არსებობს შესყიდვის განხორციელების მექანიზმი რეგისტრაციის გარეშე. ჩვენი მყიდველი იცავს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას. იგი გათვითცნობიერებულია იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დაკავშირებულია მარიხუანის მოყვანასთან, ამიტომ დაჟინებით გირჩევთ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის შესწავლას. მყიდველს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუსრულდა 18 წელი. იგი არ უკეთებს შემდგომ რეალიზაციას ჩვენთან შეძენილ თესლებს. თავის შემდგომ ქმედებებზე მყიდველი თავად აგებს პასუხს და პასუხისმგებლობა ენიჭება მხოლოდ მას.

2. მონაცემთა უსაფრთხოება და დაცვა

გამყიდველი, ganjaseeds გარანტიას იძლევა პირად მონაცემთა სრულ კონფიდენციალურობაზე, რომელსაც მყიდველი აწვდის მაღაზიას online რეგისტრაციის დროს. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ შეკვეთილი საქონლის ფოსტის საშუალებით გაგზავნასთან დაკავშირებული სიტუაციები.

გამყიდველი აცხადებს,რომ ყველა პირადი მონაცემი არის კონფიდენციალური და მათი გამოყენება მოხდება მხოლოდ მყიდველის შეკვეთის განსახორციელებლად, ისინი არ გადაეცემა მესამე პირს და ა.შ. , იმ სიტუაციის გამოკლებით, რომელიც დაკავშირებული იქნება შეკვეთილი საქონლის დისტრიბუციასა ან ანაზღაურებასთან (მიმღების სახელი და მისამართი).

3. მუშაობის დრო

გამყიდველის საიტი ganjaseeds მუშაობს 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, არის 24 საათიანი შესაძლებლობა Online შეკვეთის განსათავსებლად. შეკვეთების დამუშავება, ისევე როგორც შკვეთები პირდაპირი კავშირის საშუალებით – Skype (სკაიპი), ტელეფონი, Chat (ჩათი) – ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში.

4. შეკვეთის საშუალებები

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა სორტები, და მათ ვყიდით მწარმოებლის ფსებში. ამ მოთხოვნის შესაბამისობაში მოყვანისთვის ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად აწარმოებენ ფასების online მონიტორინგს. ჩვენი ექსკლუზიური სორტების ფასწარმოქმნა ხორციელდება გამყიდველის, ganjaseeds, ეკონომიკური და საწარმოო პარამეტრებიდან გამომდინარე.ფასები დადგენილია დღგ–ს გათვალისწინებით. გამყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად ცვალოს ფასები საკუთარ პროდუქციაზე.

5. შეკვეთის საშუალებები

Online შეკვეთა.

შეკვეთის ამ საშუალების განხორციელებისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება, მთელი ინფორმაცია ინარჩუნებს კონფიდენციალურობას. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ ორი ძირითადი უპირატესობა – პირადი კაბინეტი, სადაც აისახება მიმდინარე შეკვეთის სტატუსი და ყველა შეკვეთის ისტორია. ასევე, დარეგისტრირებული მომხმარებლები ავტომატურად ხდებიან ganjaseeds – ის ყველა სააქციო პროგრამის მონაწილეები.

  • პირდაპირი შეკვეთა.

შეკვეთის ამ საშუალების განსახორციელებლად აუცილებელია ganjaseeds.org–ის მენეჯერთან პირდაპირი კავშირის დამყარება. ეს კავშირი შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენს საიტზე მითითებული ტელეფონის, Skype (სკაიპ–კავშირის) ან Chat (ჩათის) საშუალებით. აქაც საჭირო იქნება მინიმუმ საკონტაქტო მონაცემების მითითება, რათა განხორციელდეს შეკვეთის საფოსტო გადაგზავნა.

6. არჩევანი საიტზე

საიტზე თესლების შერჩევა და შეძენე წარმოადგენს მარტივ თანმიმდევრული ნაბიჯების პროცედურას, რომლის ყოველი ელემენტი დეტალურად არის გაწერილი და ახსნილი. ბოლო ნაბიჯამდე, შეკვეთის ფინალურ გაფორმებამდე შესაძლებელია საკუთარი შეკვეთის ასორტიმენტის რედაქტირება. ბოლო ღილაკზე „შეკვეთის დადასტურება“ თითის დაჭერის მომენტიდან იწყება შეუქცევადი პროცესები, შეკვეთას მიცემული აქვს იურუდიული მსვლელობა. ეს მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, როდესაც შევიყვანთ პირადი ინფორმაციას, მიმღების მისამართს.

7. შეკვეთის მიწოდების ვარიანტები

ჩვენ გთავაზობთ თქვენი შეკვეთის მიწოდების რამოდენიმე ვარიანტს:

შეკვეთილი წერილი. მიწოდების ამ მეთოდს ახორციელებს უკრფოსტა და რუსეთის ფოსტა. გზავნილს კლიენტი იღებს ფოსტიდან. მისი მისვლის შესახებ მას ეცნობება სპეციალური კვიტანციის საშუალებით. დაკისრებული გადასახადი. უკრაინის ახალი ფოსტა. ეს მეთოდი მოქმედებს 200 გრივნის და მეტი ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში.. შეკვეთის ღირებულებას კლიენტი იხდის გზავნილის მიღების მომენტში. ასევე კლიენტი იხდის თანხის გადასაგზავნ ღირებულებას. დაწვრილებით მიწოდების სხვა მეთოდების შესახებ.

8. შეფუთვა

შეკვეთის მიწოდება ხდება აბსოლუტურად გაუმჭვირვალე, მკვრივი, ჰერმეტული შეფუთვით. არც მიწოდების პროცესში და არც ფოსტაში მისი შიგთავსი არ იქნება ცნობილი გარშემო მყოფთათვის. თესლები იყიდება მხოლოდ ორიგინალი შეფუთვებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არის აქციის შეთავაზება ან თვით კლიენტის მოთხოვნა.

9. გადახდის პირობები

არსებობოს შეკვეთის გადახდის რამოდენიმე ვარიანტი საიტიდან ganjaseeds

  • გადახდა on line ნაღდი ფულით – Webmoney, Qiwi, Yandex ფულის ინტერნეტ–საფულეების საშუალებით. ამ მეთოდის საშუალებით ხორციელდება სრული წინასწარი გადახდა.
  •  ბანკის გზავნილი - საბანკო კარტის ან ბანკის სხვა საგადასახადო სისტემების საშუალებით.
  •  ნაღდი ფულით გადახდა შეკვეთის პირადად მიღებისას.
  • დაკისრებული გადასახადის საშუალებით ახალი ფოსტის ოპერატორისგან შეკვეთის მიღებისას.

დაწვრილებით გვერდზე გადახდა

10. საკანონმდებლო ბაზა.

რუსეთისა და უკრაინის კანონმდებლობა არ კრძალავს მარიხუანის თესლების შეძენას, გაყიდვას და გამოყენებას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მარიხუანის თესლები არ შეიცავენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მათ გამოიყენებენ მედიცინაში, კულინარიაში და ტექსტილის წარმოებაში.

რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მცენარის გაზრდისთვის. პასუხისმგებლობის ხარისხი ისაზღვრება ნათესების მოცულობის მიხედვით.

ჩვენ არ ვყიდით თესლებს მცენარის მოყვანის მიზნით. თუკი ჩვენი კლიენტები აპირებენ მარიხუანის მცენარის გაზრდას, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ კანონმდებლობასთან შეექმნებათ პრობლემა პირადად მათ.

ჩვენ არ ვყიდით თესლებს იმ პირებზე, ვისაც არ შესრულებია 18 წელი.

ჩვენ არ ვახდენთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პროპაგანდას და არ მოვუწოდებთ კლიენტებს ჩვენი პროდუქციის ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დაწვრილებით კანონის შესახებ.

ჩვენს საიტზე განთავსებული მთელი ინფორმაცია არის ზოგადი და აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ჩვენი კლიენტების ინფორმირებისა და მათი ზოგადი ერუდიციის გაფართოვების მიზნებს.
საიტზე GanjaSeeds განთავსებული მთელი მასალა დაცულია კანონით საავტორო უფლებების შესახებ. მასალის ნებისმიერი გამოყენება, ანუ ტექსტის ან ფოტოსურათის გადაბეჭდვა უნდა იყოს თანდაყოლილი ჩვენი მაღაზიის GanjaSeeds სპეციალური ლინკით.